14 ოქტომბერს „კასპობა” გაიმართება

14 ოქტომბერს, დღის 12.00 საათიდან გიწვევთ სახალხო დღესასწაულზე „კასპობა“.
ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
„ღონისძიების განმავლობაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილი კუთხეები, გამოფენები, წარმოებული პროდუქციის სახეობები, მოუსმინოთ და უყუროთ ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, მომღერლებს, სპორტულ აქტივობებს. ასევე უამრავი გასართობი შესთავაზოთ თქვენს პატარებს.
მობრძანდით ქალაქის ცენტრში და გახდით ღონისძიების მონაწილე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები