“მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რომელიმე ოპოპარტია თეთრწყაროელ მოსამართლე ხუჭუას აუცილებლად შეიყვანს სიის ათეულში” – ზაალ ანჯაფარიძე
“აი, ასე ხდებიან ერთკვირიანი “გმირები” – საკმარისია, აგენტურას სასამართლოში კოჭი გაუგორო, ან რამდენიმე წუთით ევროკავშირის დროშით ხელში პოლიციის წყლის ჭავლს თავი შეუშვირო და “ბაბლი” გაღიარებს საკუთარ გმირად”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ რამდენიმე საარჩევნო უბანზე შედეგების გაბათილებას ეხმაურება.
“მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რომელიმე ოპოპარტია თეთრწყაროელ მოსამართლე ხუჭუას აუცილებლად შეიყვანს სიის ათეულში. მის გადაწყვეტილებაზე რას და ვის შეეძლო ემოქმედა, ამაზე ეს ფოტოებიც კარგად მეტყველებენ.
მიზანმიმართული კამპანია ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, კი ისევე დალევს ჩაილურის წყალს, როგორც სხვა მსგავს კამპანიებს დაულევიათ”, – წერს ანჯაფარიძე.