შალვა პაპუაშვილი: მოძალადე ჯგუფები ჰყავდა „ნაცმოძრაობას“ მიმაგრებული სხვადასხვა უბანზე, უბნიდან უბანზე დადიოდნენ იმისთვის, რომ მოეწყოთ პროვოკაციები

„მოძალადე ჯგუფები ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმაგრებული სხვადასხვა უბანზე და თბილისში ამას ძალიან კარგად ვხედავდით, როდესაც უბნიდან უბანზე დადიოდნენ იმისთვის, რომ მოეწყოთ პროვოკაციები”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ნახავს თუ რა მეთოდებით მუშაობდა ოპოზიცია იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის  ხელი შეეშალა.

“განცხადებები დასჭირდა ჩვენი მხრიდან, რომ ვიცოდით ზუსტად რა ჯგუფები იყვნენ და როგორ გადაადგილდებოდნენ და იმ წუთშივე შეწყდა პროვოკაციები სხვადასხვა უბანზე, რომლის მიზანიც იყო, რომ დაედგათ ვიზუალურად ძალადობის სცენები ამა თუ იმ უბანთან საკუთარი პროვოკაციებით.

ჩვენ ამავე დროს ვნახეთ კვლევის შედეგად, რომ იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები და 81 შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ პროკურატურას, სადაც ჩვენი მხარდამჭერები მათი ნების გარეშე კომისიის წევრებად იყვნენ მიწერილი სხვადასხვა ოლქებში, მათი საცხოვრებელი ადგილის გარეთ და გაუჭირდათ მათ ხმის მიცემა. როდესაც მივიდნენ უბანზე აღმოაჩინეს, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ წევრები არიან სხვა უბანზე. ამ 81 შემთხვევის მიღმა, კიდევ ათეულობით შემთხვევა აღმოვაჩინეთ, რომლითაც მივმართავთ პროკურატურას და ნახავს საზოგადოება თუ რა მეთოდებით მუშაობდა ოპოზიცია იმისთვის, რომ ხელი შეეშალა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები