უკრაინელები და ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ერთმანეთს კურსკში დაუპირისპირდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელ სამხედროებთან პირველ შეტაკებებს აწარმოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, უკრაინული ჯარი ჩრდილოკორეულ საჯარისო შენაერთებს კურსკის ოლქის დასავლეთ ნაწილში დაუპირისპირდა.

„ჩრდილოეთ კორეიდან შემოსული სამხედროები კურსკში პირველად მოყვნენ ცეცხლში“, – აცხადებს უკრაინის უშიშროების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი, ანდრეი კოვალენკო.

ჩრდილოეთ კორეის სამხედროებთან შეტაკების სხვა დეტალები უცნობია.

მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში დისლოცირებული ჩრდილოკორეელი სამხედროები 60 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებით, შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, სნაიპერული შაშხანებით, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებით აღჭურვა. მათ ნაწილს ღამის ხედვის საშუალებებიც აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები