“დღეს ბევრს საუბრობენ, რომ თითქოს დარღვევების რაოდენობა იყო მაღალი. სინამდვილეში, თუ ჩავხედავთ, რამდენი საჩივარი დაიწერა საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა დონეზე, ვნახავთ, რომ 2020 წელს ეს თუ იყო 2 054 საჩივარი, წელს, ჯამურად, 1 170 საჩივარი დაიწერა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
„შეგახსენებთ, რომ საჩივრების დიდი რაოდენობა დასრულების შემდეგ დაიწერა. საინტერესოა, რომ 3 111 უბანზე, სადაც ოპოზიციას ჯამში 25 ათასი კომისიის წევრი ჰყავდა, შემაჯამებელ ოქმზე სულ 9 შემთხვევაში დაიწერა განსხვავებული აზრი. ესეც უჩვენებს, სინამდვილეში რა აქვთ რეალურად ხელმოსაჭიდი, იმის საპირწონედ, რასაც ვისმენთ ტელევიზიაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.