ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად, სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან

ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატავად, სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. აღნიშნულის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: “სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. ”

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან! შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან

მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)”,- წერს მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები