“რუსული საფრთხე რომ აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში, ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა და მათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ; თუ რამე გინდათ, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ” – თენგიზ შარმანაშვილი
“იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ. ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ”, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება.
„იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ !!!! ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ. მიეჩვივნენ ჩვენ ხარჯზე სამოთხისკენ მოძრაობას. აღარ გამოგივათ. გეყოთ. თუ რამე გინდათ, გაწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთან, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ იმ ღირებულებებისთვის, რისი დაცვისკენაც მოგვიწოდებთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება. მოკავშირეობაც თქვენზე უკეთესი ვიცით ბევრად, ბევრჯერ დავამტკიცეთ. ჩვენი ბრალია, რომ ასეთი სულელები გგონივართ. თუმცა, ამას ბევრი ჩემი უსამშობლო თანამოქალაქე უწყობს ხელს სამწუხაროდ. ამ შეურაცხყოფებს კი დავიმახსოვრებთ”, – წერს შარმანაშვილი.