“თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს და მხოლოდ იმ ნარატივში ზის, რომელიც, სამწუხაროდ, კოლექტიურ ოპოზიციას აქვს ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაცაქტივს დიდი ზეიმი აქვს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ, რომელსაც თვითაცილებაც უნდა გამოეყენებინა ამ საქმესთან დაკავშირებით”.
„როგორც ყოველთვის, ნაცაქტივს დიდი ზეიმი აქვს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ, რომელსაც თვითაცილებაც უნდა გამოეყენებინა ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ ვიმსჯელებთ გამომდინარე იქიდან, მისი მეუღლე რა პოსტებით არის წარმოდგენილი და როგორი აქტივისტური საქმიანობით არის დაკავებული. მაგრამ ეს ყველაფერი გვერდზე რომ გავწიოთ, გადაწყვეტილება არის ყველანაირ იურიდიულ ლოგიკას და სამართალს მოკლებული და სწორება მხოლოდ და მხოლოდ აქვს გაკეთებული იმ აგენტურულ და იმ „ნაცურ“ ნარატივზე, რომელიც ასე ხშირად გვესმის ორი თვის განმავლობაში. ნათელი გახდა, თურმე ამდენი წლის განმავლობაში რატომ ითხოვდნენ, რატომ იძახდნენ, კლანი-კლანიო, რატომ უნდოდათ სასამართლოს ხელში ჩაგდება. ფაქტია, რომ შემდეგ უნდა მიღებულიყო ასეთი გადაწყვეტილებები. „ნაცკლასტერი“ შეეცდებოდა გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობისთვის. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს და მხოლოდ იმ ნარატივში ზის, რომელიც, სამწუხაროდ, კოლექტიურ ოპოზიციას აქვს ჩვენს ქვეყანაში. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, სადაც სამართალი იზეიმებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.