„ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალება არის ის საინფორმაციო თავდასხმები, რაც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა” – პაპუაშვილი

„ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალება არის ის საინფორმაციო თავდასხმები, რაც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა. ამ დღეების განმავლობაში გაცნობდით სხვადასხვა მაგალითს ამ დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე და მინდა, დღეს შეჯამების სახით წარმოგიდგინოთ ეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“ამავე დროს, მაშინ, როდესაც მე გუშინ ბრიფინგს ვატარებდი დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თურმე სად ხარ, რა დეზინფორმაციის ახსნაზეა საუბარი. ვნახეთ, პირდაპირ ღია ეთერში როგორ დაიწყო ყალბი ამბის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლები ყველა აქ იყავით, ყველა სინამდვილეში სლაიდზე რა იყო ასახული, მედიამ ყალბ ამბად გაავრცელა ის რაც სინამდვილეში არ იყო და აღმოჩნდა ის რომ რა ყალბ ინფორმაციაზეა საუბარი, ფერებზე ჰქონიათ თურმე სადაო.

ვნახეთ მცდელობა, ოპოზიციას საკუთარი მხარდამჭერები ამით გაეღიზიანებინა. გუშინ აქციაზეც კი ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი. სინამდვილეში, იმ აქციაზე, ეკრანზე რომ საქართველოს რუკა ჰქონდათ გაშვებული, იმ ეკრანის წინ ვინც იდგნენ, არ დაგვავიწყდეს, რა ხალხთან გვაქვს საქმე. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენი ტერიტორიები აქცია ოკუპირებულ ტერიტორიებად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები