მაია სანდუ – მოლდოვა, გამარჯვებული ხარ, ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა

მოლდოვა, გამარჯვებული ხარ, ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა, – ამის შესახებ მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

სანდუს შეფასებით, არჩევნებში მოლდოვა მთელი ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა.

“მოლდოვა მთელი ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა, ბინძური ფული, ამომრჩევლის უკანონო მოსყიდვა, ქვეყნის გარეთ მტრული ძალებისა და კრიმინალური ჯგუფების მიერ საარჩევნო პროცესებში ჩარევა, სიძულვილის და შიშის დათესვა ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი ხალხი გაერთიანდა, თავისუფლებამ და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს.

გმადლობ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და საზღვარგარეთ. იარეთ სიამაყით – თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ გემსახურებით ყველას. თქვენ გაეცით გაკვეთილი დემოკრატიის შესახებ, რომელიც ისტორიის წიგნებში ჩაწერის ღირსია. დღეს თქვენ მოლდოვა გადაარჩინეთ!

მოლდოველებმა საზღვარგარეთ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მოლდოვა ისევე ძლიერად ფეთქავს მათ გულებში”, – განაცხადა მაია სანდუმ.

შეგახსენებთ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პროევროპულმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები