“მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ცოლი გახლავთ ელზა გურგენიძე, პირწავარდნილი “ნაცი” – ლევან ნიკოლეიშვილი
”ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, გათხოვილი კაცების შესახებ რომ მომიწევდა ოდესმე ან რამის დაწერა ან მსჯელობა. გამომდინარე იქიდან, რომ თვით ჯოზეფ ბორელი გვეუბნება, ოღონდ ლგბტ პროპაგანდის კანონი (საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ) გაიწვიეთ და არჩევნების არათუ გიღიარებთ, არამედ ვიტყვი, ასეთი კარგი არჩევნები არსად არ ჩატარებულაო, გასაგები უნდა გახდეს – რატომ წამოვწიე წინ ეს თემა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ამას ემატება ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და მათი ტელევიზიების გაფეტიშებული გერმანელი დეპუტატის, გათხოვილი კაცის, როთის ამ ხელისუფლების, ჩვენი დედა ეკლესიის და 1 200 000 მეტი ამომრჩევლის მიმართ გადმონთხეული გესლი და ღვარძლი”.
“თუმცა, ამჯერად, სხვა გათხოვილი კაცი უნდა წარმოგიდგინოთ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც გუშინ ერთ-ერთი რაიონის საარჩევნო უბნების შედეგები გააუქმა და მომენტალურად მავნებლების თვალში „ეროვნული გმირის“ სტატუსიც მიიღო. მოსამართლეს რომ მართლა სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო, არც არაფერი, მაგრამ, როგორც გაირკვა, მისი მიკერძოების მიზეზი მისი ოჯახური სტატუსი ყოფილა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. შემირცხვენია ის ოჯახი, სადაც ცოლ-ქმარი სხვადასხვა საკითხებზე ერთმანეთთან არ მსჯელობს, მაგრამ როცა ერთი მეორეს სამსახურებრივ საქმიანობაში ერევა, ეს უკვე სხვა რამეზე მიანიშნებს და სხვა სახის ეჭვებსაც აღძრავს. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ცოლი გახლავთ ელზა გურგენიძე, პირწავარდნილი “ნაცი”, რომელიც თავის სტატუსებში არც არანაცი ქართველების ზიზღს მალავს და ჩვეული სტილში წყევლა-კრულვას თუ განადგურების მუქარებსაც არ ერიდება. ახლა მე ორი კითხვა მაქვს, პირველი, როგორ წარმოგიდგენიათ ბატონ ხუჭუას სხვა, ნაცებისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიეღო, რას უზამდა შინ დაბრუნებულს ქალბატონი ელზა. და მეორე, ამ ოჯახში ვინაა გათხოვილი და ვინ სარგებლობს ქმრის სტატუსით „საწყალი“ მოსამართლე ვლადიმერი თუ მილიონზე მეტი ამომრჩეველს სასტიკად დასჯის მსურველი მრისხანე ელზა გურგენიძე?!
რაც შეეხება სასამართლოს „ვერდიქტს“, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი სააპელაციო სასამართლოში განიხილება, ასე რომ, ნაცების გუშინდელმა სიხარულმა, ისევ მათი ეგზიტპოლებით ნაადრევი, მაგრამ ხანმოკლე სიხარული კი გამახსენა”, – წერს ნიკოლეიშვილი.