ნიგერიაში 29 ბავშვი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ – ისინი ფასების ზრდას აპროტესტებდნენ

ნიგერიაში 29 ბავშვს შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ ქვეყანაში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო.

ოთხმა მათგანმა სასამართლოში გონება დაკარგა გაუწყლოების გამო და დაცვის მოთხოვნაც კი ვერ მოასწრეს, იუწყება CNN-ი.

ცხოვრების ხარჯების გაზრდით გამოწვეულმა კრიზისმა ნიგერიაში ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მასობრივი პროტესტი გამოიწვია. აგვისტოში საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 20 ადამიანი დახვრიტეს, ასობით კი დააკავეს.

1 ნოემბერს, 76 მომიტინგეს წაუყენეს ბრალი სამშობლოს ღალატში, ქონების განადგურებაში, უწესრიგობასა და ამბოხებაში. მათ შორის 14-დან 17 წლამდე 29 ბავშვია.

ნიგერიაში სიკვდილით დასჯა 1970-იან წლებში შემოიღეს, მაგრამ 2016 წლიდან ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები