ხვალ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნითი ეტაპი გაიმართება
ხვალ შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის 47-ე მეთაურის პოსტზე დემოკრატიული პარტიიდან კენჭს იყრის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რესპუბლიკელების პარტიიდან კი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ხვალვე კონგრესის წევრების და ზოგიერთ შტატში გუბერნატორების არჩევნებიც გაიმართება.
წინასწარი მონაცემებით, ორივე კანდიდატს ამომრჩევლის თანაბარი მხარდაჭერა აქვს. ჰარისს და ტრამპს განსხვავებული ხედვები აქვთ, მათ შორის, ეკონომიკის, სახელმწიფო ვალის, აბორტის, იმიგრაციის, დანაშაულთან ბრძოლის, იარაღის ტარების, კლიმატის ცვლილების და საერთაშორისო პოლიტიკის გამოწვევების მიმართ.
ბოლო მონაცემებით, 78 მილიონზე მეტმა ამერიკელმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.