ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურაში საქმეების აღძვრამ ოპოზიციას გაყალბებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყოველგვარი არგუმენტი გამოაცალა, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.
„თქვეს, გამოვიძიოთო. ამ დროს პროკურატურამ თქვა – მობრძანდით და მოიტანეთ მტკიცებულებები. ესენი კი ამბობენ – არა, თქვენ მოძებნეთ მტკიცებულებები. პროკურატურამ რა მტკიცებულებები უნდა მოძებნოს? თუ შენ ამბობ, რომ გაყალბდა, მაშინ შენ უნდა მიიტანო მტკიცებულება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.