ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ეს ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების მეორე გაშვებაა რამდენიმე დღის განმავლობაში.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების თქმით, რაკეტების გაშვება ადგილობრივი დროით დილის 7:30 საათზე სარივონის რაიონიდან ჩრდილოეთ ჰვანჰაეს დასავლეთ პროვინციაში დაფიქსირდა. რაკეტების რაოდენობა დაზუსტებული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ სულ მცირე, შვიდი რაკეტა იყო გასროლილი.

ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ლიდერის დამ, კიმ იო ჯონგმა განაცხადა, რომ DPRK არ დაუშვებს ნახევარკუნძულზე სამხედრო ძალების თანასწორობის დარღვევას.

“დღეს, კორეის ნახევარკუნძულზე და რეგიონში მტრებსა და ჩვენს შორის ძალაუფლების თანასწორობის დარღვევა  დაუყოვნებლივ ნიშნავს ომს – ეს არის ობიექტური რეალობა, რომლის უარყოფა შეუძლებელია”, – თქვა კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები