ისრაელის თავდაცვის ძალები – სამხრეთ ლიბანში მოკლულია “ჰეზბოლას” 2 მეთაური

სამხრეთ ლიბანში, ბოლო საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლულია “ჰეზბოლას” 2 მეთაური, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის არიან დაჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის უფროსი და ასევე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო იარაღის განაწილებაზე.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში, ბეიტ ლაჰიაში, 7 პალესტინელი დაიღუპა, ადგილობრივები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ.

5 ადამიანი დაიღუპა ანკლავის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში სხვა ცალკეული იერიშების შედეგად.

ისრაელელებმა რამალას გარეუბანში პალესტინელების მანქანები დაწვეს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები