ირანელი გოგონა, რომელიც ძალადობრივად დააკავეს მას შემდეგ, რაც მან პროტესტის ნიშნად, ტანსაცმელი ნაწილობრივ გაიხადა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ გარდაცვლილია.
სტუდენტმა გოგონამ ამ ფორმით ქვეყანაში არსებული სისტემა გააპროტესტა, რადგან შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, ის სასწავლებლის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.
მედიის ინფორმაციით, დაკავებისას გოგონას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამაც თავის არეში ძლიერი სისხლდენა გამოიწვია.
“ირანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს სტუდენტი, რომელიც ძალადობრივად დააკავეს მას შემდეგ, რაც მან პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა”, – წერია უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტუდენტი პოლიციაში წაიყვანეს და ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა.
ამასთან, მედიაში ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გოგონა უკვე მოკლეს და ამის შესახებ ცნობებს არ ახმაურებენ.