საპატრიარქომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში მოგზაურობის ოქტომბრის თვის სავარაუდო განრიგი გამოაქვეყნა

საქართველოს საპატრიარქო ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში მოგზაურობის ოქტომბრის თვის სავარაუდო განრიგს ავრცელებს, რომელსაც „კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს. ამდროისთვის სიწმინდე უკვე იმყოფებოდა ალავერდისა და ხორნაბუჯის ეპარქიაში. ოქტომბრის თვეში სიწმინდე იმოგზაურებს საქართველოს შემდეგ ეპარქიებში:

ბოდბის ეპარქია 3-5 ოქტომბერი;

ნეკრესის ეპარქია 5-9 ოქტომბერი;

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია 9-11 ოქტომბერი;

საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია 11-13 ოქტომბერი;

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია 13-15 ოქტომბერი;

რუსთავის ეპარქია 15-17 ოქტომბერი;

გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია 17-19 ოქტომბერი;

ბოლნისის ეპარქია 19-21 ოქტომბერი;

დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია 21-23 ოქტომბერი;

მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია 23-25 ოქტომბერი;

აგარა-წალკის ეპარქია 25-27 ოქტომბერი;

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია 27-29ოქტომბერი;

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია 29-31 ოქტომბერი.

პერიოდულად შემოგთავაზებთ სიწმინდის მოგზაურობის განრიგს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები