ალექსანდრე ჯეჯელავა ახლადრეაბილიტირებულ სკოლებს ესტუმრა

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოკამისა და კავთისხევის საჯარო სკოლები დაათვალიერა, რომლებსაც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ოკამის 600, ხოლო კავთისხევის 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლები ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკითა არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიერ, წლის ბოლომდე, სრული რეაბილიტაცია 54 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. 2019 წლისთვის კი, მხოლოდ ათასწლეულის ფონდის მიერ, სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სულ 100 სკოლა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები