წარმატებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გადასცეს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში საშუალოდ, 100 000-მდე მონაწილეობს. წელს ოლიმპიადის შედეგად 124 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. მოპოვებული ადგილების შესაბამისად, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ – 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით. ასევე, მადლობის სიგელები გადაეცა რეიტინგული სიების მიხედვით გამოვლენილ 36 წარმატებულ სკოლას.
მნიშვენლოვანია აღინიშნოს, რომ ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილოების მისაღებად, ეროვნული ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატები სწორედ ამ წარმატებული მოსწავლეებისაგან შეირჩა. მათი შემდგომი დამატებითი მომზადება და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა სამინისტრომ სრულად უზრუნველყო. წელს, მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადებიდან ერთი ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედლით და ერთი წამახალისებებლი სიგელით დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოსწავლეებმა კონკურენციას 100-ზე მეტი ქვეყნის წარმატებულ მოსწავლეებს გაუწიეს, რაც საქართველოში მათი მაღალი დონის მომზადების შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები