თეა გოდოლაძე: ამ ქალაქს თუ რამე ემუქრება კატასტროფის კუთხით, ეს არის მიწისძვრა

2005 წლის თბილისის მიწისძვრის დროს 8 ადამიანი დაიღუპა და არცერთი სკოლა ვარგისი არ იყო, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.
გოდოლაძე ყველაზე დიდი საფრთხედ მიწისძვრას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მინიმალური მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც კი დედაქალაქისთვის კატასტროფის მომტანია.
„2005 წლის მიწისძვრამ თბილისში სავალალო შედეგები გამოიწვია, ეს იყო მხოლოდ 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, თუმცა შედეგი იყო სავალალო. ამ ქალაქს თუ რამე ემუქრება კატასტროფის კუთხით, ეს არის მიწისძვრა. წყალდიდობამ და სხვა სტიქიებმა შეიძლება ტრაგედია​ რამდენიმე უბანში გამოიწვიოს, მაგრამ მიწისძვრა ეს არის გლობალური ტრაგედიის მომტანი”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები