„UFO-ს შოუ ყველასთვის“ – მედიასაშუალებები სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებისთვის საქველმოქმედო ღონისძიებაში გაერთიანდნენ (ვიდეო)

11 ნოემბერს, თბილისს,  მოსკოვის სახელმწიფო ცირკი – „ძმები ზაპაშნები“, მსოფლიოში აღიარებული შოუ-პროგრამით – „UFO“-თი ეწვევა. ცირკში მისულ მაყურებელს საოცარი სანახაობა ელის, კოსმოსური ხომალდის, ლაზერული – ვიდეო და აუდიო ეფექტებით გაფორმებული საცირკო წარმოდგენისა და არაადამიანური შესაძლებლობების მქონე აკრობატების ნახვა ქართველ მაყურებელს მხოლოდ ერთი დღით შეეძლება. ქართველი მაყურებელი განებივრებულები არ არის მსგავსი მასშტაბის შოუ -პროგრამებით. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იქნება წარმოუდგენელი სანახაობა, რომელიც ელით, როგორც მოზარდებს, ისე დიდებსაც. მედიაჰოლდინგმა „კვირამ” თხოვნით მიმართა ორგანიზატორებს სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების, დაუნის სინდრომის მქონე და აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის და ბავშვთა სახლებისთვის ბილეთზე სპეციალური ფასი (20ლ) – დაეწესებინათ, რათა მათაც მიეცეთ საშუალება დაესწრონ მეგა-შოუს.
​ინიციატივის ფარგლებში, „კვირა“ კერძო და სახელმწიფო კომპანიებს თხოვნით მიმართავს, შეიძინონ ბილეთები სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის. „კვირას” აღნიშნული წამოწყება საცირკო დასის წარმომადგენლებმაც გაიზიარეს. საქველმოქმედო პროექტს ასევე, პოპულარული მედიასაშუალებები „პია”, „რეპორტიორი”, „პრაიმტაიმი”, „ფანთაიმი” და „ქართული აზრიც” შეუერთდნენ, მათ პროექტში ჩართვის მზაობა დააფიქსირეს. „მიხარია, რომ „კვირას” საქველმოქმედო ინიციატივას თავად საცირკო დასის ხელმძღვანელობაც შეუერთდა და გამოთქვა სურვილი, წარმოდგენის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების, დაუნის სინდრომის მქონე და აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის და ბავშვთა სახლებისთვის დაწესდეს ბილეთები სპეციალურ ფასად (20ლ), რათა შოუზე დასწრება ყველამ შეძლოს.
მედიაჰოლდინგი „კვირა“, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 5 ოქტომბერს, მართავს პრესკონფერენციას, სადაც მოწვეული იქნებიან ის კომპანიები და სტრუქტურები, რომლებიც უკვე შეუერთდნენ აქციას. მედიაჰოლდინგი „კვირა“, ასევე, აქტიურად გააშუქებს და გაავრცელებს ინფორმაციას აქციის შესახებ, როგორც საკუთარი, ასევე, პარტნიორი საინფორმაციო პორტალების ბაზაზე. გვინდა, აქვე მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები უკვე გახდნენ. ესენი არიან: „პია”, „რეპორტიორი”, „ფანთაიმი”, „ქართული აზრი”, „პრაიმტაიმი”,- განაცხადა „კვირას“ კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები