ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

????????????????????????????????????

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იყო.ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინის და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პეჰშოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ძირითადი პარამეტრები გააცნო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, 2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელის უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისათვის და ამ მიმართულებით ბიუჯეტს უმთავრესი როლი ეკისრება“.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2017 წელის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას და პერსპექტივებს, შემოსული ჭარბი შემოსავლების განაწილების საკითხს, სსფ-ის პროგრამის განხორციელების პროცესს და სხვა აქტუალურ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები