ფოთში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

სამეგრელოში, ფოთში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, გადაადგილება უჭირს როგორც ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.
მოქალაქეები შექმნილ ვითარებას მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს უკავშირებენ.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, შეუფერხებლად მუშაობს შვიდივე სატუმბი სადგური. წყალდიდობა კი უხვმა ნალექმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები