ბოლნისში სპექტაკლი ,,ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ ” ჩატარდა

ბოლნისის კულტურის სახლში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს კულტურული ღონისძიება და წიგნის ,,გელოდები” პრეზენტაცია გაიმართა.
,,ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ”,- ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც მაყურებელს ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებულმა თეატრალურმა დასმა ,,Liberta”-მ წარუდგინა. სცენარის ავტორი და რეჟისორი თამარ საღინაძეა.
მსახიობებმა შესანიშნავი პლასტიკით გააცოცხლეს საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული ფურცლები- ულამაზესი კუთხის, აფხაზეთის დროებით დაკარგვა.
სპექტაკლის შემდეგ გაიმართა წიგნის ,,გელოდები” პრეზენტაცია, რომელიც ჟურნალისტმა ეთერ ჩუმაშვილმა 14 უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბოლნისელ მეომარს მიუძღვნა. დარბაზში იმყოფებოდნენ ბოლნისელი მეომრების ოჯახის წევრები, მათ ავტორმა წიგნები საჩუქრად გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები