ეროვნული ბიბლიოთეკის ქუთაისის შენობას კედლის ახალი მოხატულობა აქვს
ეროვნული ბიბლიოთეკის ქუთაისის შენობას (ნიკეას ქუჩა №10) ახალი კედლის მოხატულობა აქვს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კედლის მხატვრობის ავტორი და შემსრულებელი ბესიკ მაზიაშვილია.
2 ნოემბერს განახლებული მოხატულობა საზოგადოებას წარმოუდგინეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა.
2 ნოემბერსვე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციაზე კონსტანტინე გამსახურდიამ წარმოადგინა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი პროექტი „ლიტერატურული პარნასი“. მირიან ხოსიტაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემები, რომლებიც 1924 წლის აჯანყებას ეძღვნება.