გერმანია, ზამთრისთვის, უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია, ზამთრისთვის, უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ანალენა ბერბოკზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე ზამთრის მოახლოების გამო, უკრაინას დახმარება ესაჭიროება და 200 მილიონი ევრო ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სახლების გათბობას მოხმარდება.

„ასევე, მოხმარდება იმას, რომ უკრაინელებმა აუცილებელი ნივთები მიიღონ, საბნები და თბილი ტანსაცმელი, რათა ცივი ტემპერატურისგან თავი დაიცვან“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები