შოლცი: ნატო საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რომ მასზე თავდასხმა არავის მოუვიდეს თავში
პუტინმა ვერ გაანადგურა ნატოს ერთიანობა, პირიქით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ ალიანსი ისე გააძლიერა, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცი და ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე თანხმდებიან, რომ ნატოს ევროპული საყრდენი უნდა გაძლიერდეს.
შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანია გააგრძელებს სამხედრო ინვესტიციებს და მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს თავდაცვაზე დახარჯავს.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზანი ნატოს გაძლიერებაა ისე, „რომ ასზე თავდასხმა არავის მოუვიდეს თავში“.