მეთიუ მილერი: ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ამბიციას, გახდნენ ევროკავშირის წევრი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ეს მკაფიოდ ვაჩვენეთ. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას, გახდნენ ევროკავშირის წევრი და მათ შემდგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. როგორც იცით, ჩვენ გადახედვის პროცესში გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი დახმარება და შევაჩერეთ ამ დახმარების 95 მილიონი დოლარი იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც მათ გადადგეს. ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას“, – განაცხადა მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები