ოპოზიციური პარტიები 5 ნოემბერს სპორტის სასახლესთან აქციას გამართავენ

ოპოზიციური პარტიები 5 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისში, სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შენობასთან 26 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები