პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს.

ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ. მათი თქმით, არჩევნები გაყალბებულია და ის ხელახლა უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები