ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სამი ათასს გადააჭარბა, დაშავებულია 13 492 მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ცენტრი ავრცელებს.
„ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დაწყებიდან დაღუპულთა რიცხვმა 3 002-ს მიაღწია, ხოლო 13 492 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ნოემბერს ქვეყანაში ისრაელის თავდასხმებს 16 ადამიანი ემსხვერპლა, 90 კი დაშავდა.