„პატარა კაცი, დრო და ტრუბადური“ – ფილმის ჩვენება გაიმართება

7 ნოემბერს, 19:00 საათზე, კავკასიური ხელოვნების წრე უმასპინძლებს ფილმს: „პატარა კაცი, დრო და ტრუბადური“.
ფილმის შესახებ:
ვიზუალური არტისტი სიფა ლაბახუა თავის თოჯინების თეატრთან ერთად მოგზაურობს აფხაზეთში და ეძებს პატარა, უცნობი სამშობლოს სულს. ეს არის გზის ფილმი, რომელიც ალმოდებული სამყაროს ფონზე სვამს მნიშვნელოვან კითხვას: რა არის სამშობლო?
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჩვენების შემდეგ:გაიმართება დისკუსია, ასევე შესაძლებელია გაიმართოს შეხვედრა რეჟისორ ინეკე სმიტსთან.
სცენარი და რეჟისურა: ინეკე სმიტსი
ფესტივალები და ჩვენებები:
DOKLeipzig 2019 (მსოფლიო პრემიერა);
LISTAPAD მინსკის კონკურსი 2019;
IFFR როტერდამი (ევროპის პრემიერა) 2020;
CineDOC თბილისი კონკურსი 2020;
KineNova მაკედონია 2021;
TIDF ტაივანი (კონკურსი) 2021;
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021.
მის: ზუბლაშვილების №23.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები