მედვედევი: უკრაინაში კონფლიქტის შეჩერების მცდელობისას ტრამპს იგივე ბედი ელის, რაც კენედის

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ თუ აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შეეცდება შეაჩეროს ბრძოლები უკრაინაში, მაშინ მას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ბედი ეწევა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

„მას არ შეუძლია ომის შეჩერება. არც ერთ დღეში, არც სამ დღეში, არც სამ თვეში. და თუ ის ნამდვილად ეცდება, ის შეიძლება გახდეს ახალი JFK(John Fitzgerald Kennedy)“, – წერს ის ტელეგრამის არხზე.

მედვედევმა დასძინა, რომ ამერიკის არჩევნები ვერაფერს შეცვლის რუსეთისთვის, რადგან კანდიდატების პოზიციები ასახავს მოსაზრებას, რომ რუსეთი უნდა დაამარცხოს.

გარდა ამისა, თუ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, მაშინ მინისტრები, თანაშემწეები და “ირიბად ობამას ოჯახი” მართავენ ქვეყანას მისთვის.

„საუკეთესო გზა იმისთვის, რომ 5 ნოემბერი იყოს სასიამოვნო ამერიკის უმაღლესი თანამდებობის კანდიდატებისთვის, არის გააგრძელონ კიევის ნაცისტური რეჟიმის განადგურება”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები