ტრამპი: ჩვენ კვლავ ვიქნებით თავისუფალი და ამაყი ერი, ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ

„რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებს მოუწოდა, ისეთი დიდი უპირატესობით აირჩიონ, რომ გაყალბება შეუძლებელი იყოს.

მისი თქმით, 5 ნოემბერი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.

„ჩვენს ქვეყანაში არ შემოიჭრებიან, ჩვენ ოკუპირებულნი არ ვიქნებით, არ დაგვამარცხებენ, არ დაგვიპყრობენ. ჩვენ კვლავ ვიქნებით თავისუფალი და ამაყი ერი. ყველა ოჯახი იგრძნობს კეთილდღეობას და ყოველი დღე სავსე იქნება შესაძლებლობებით და იმედით და თავად ამერიკული ოცნებით. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები