თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ,  ბარსელონაში გამართულ პრესტიჟულ და მასშტაბურ კონკურსში, მსოფლიოს საგუნდო თასი და ოქროს მედალი მოიპოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ,  ბარსელონაში გამართულ პრესტიჟულ და მასშტაბურ კონკურსში სახელწოდებით – ”SING FOR GOLD, WORLD CHOIR CUP 2024“, Barcelona უფროსთა A კატეგორიაში, უმაღლესი ქულები მიიღო, დაიმსახურა მსოფლიოს საგუნდო თასი და ოქროს მედალი.
კაპელის ხელმძღვანელია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების დოქტორანტი ლაშა მიროტაძე (პროფესორ ლიანა ჭონიშვილის კლასი).
„კონკურსში 34 ქვეყნის 52 კოლექტივი მონაწილეობდა და საგუნდო მუსიკალურ საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.
საკონკურსო პროგრამაში აუცილებელი იყო საგუნდო კოლექტივს წარედგინა საკუთარი ქვეყნის წარმონადგენელი კომპოზიტორის საგუნდო ნიმუშები. კაპელამ შეარჩია იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებები, რამაც სრულ აღფრთოვანებაში მოიყვანა როგორც დამსწრე საზოგადოება და კონკურენტი გუნდები, ასევე ჟიურის წევრები.
კონსერვატორიის სახელით ვულოცავთ ლაშას და კონსერვატორიის აკადემიური გუნდის მიმართულებას ამ უდიდეს წარმატებას“! – აღნიშნულია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურსზე გამოსვლების ვიდეოჩანაწერები და ფოტოები იხილეთ კაპელის გვერდზე:
https://www.facebook.com/share/3pt4NtHz7bpSvo1N/?mibextid=LQQJ4d
კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი:
https://www.interkultur.com/events/2026/calella/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები