კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გვირგვინით შეამკეს ქალაქის ცენტრში მდებარე გმირთა მემორიალი, სადაც აფხაზეთის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის მებრძოლებიდან ბევრი ვეღარ დაუბრუნდა ოჯახს და თავი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა.
ღონისძიება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაგრძელდა, სადაც ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი აფხაზეთის ბრძოლებიდან. ამ ბრძოლაში 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები