ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

სოხუმის დაცემიდან დღეს 24 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედრო მფრინავის – ჯიმი მაისურაძის მემორიალი გვირგვინით შეამკო. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები