ქვემო გურგენიანის და ხიზის მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელების ხიზის და ქვემო გურგენიანის გაზიფიცირება იგეგმება, – ამასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საქართველოს მთავრობის განკარგულება – მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით პირადად გააცნო.
გამგებლის თქმით, მომავალ წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით 6 სოფელში განხორციელდება. 2014 წლიდან დღემდე ლაგოდეხის 34 სოფლის გაზიფიცირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები