ქობულეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ქობულეთში, უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა და მიწა ჩამოიშალა. მაშველებმა დამეწყრილი ტერიტორიიდან ორი ოჯახის ევაკუირება განახორციელეს.
სტიქიის დროს ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილში მსხდომი ოთხივე მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. ქობულეთის სოფლებში ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზაზე შეფერხებაც გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და გზების გაწმენდა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები