პეტრო პოროშენკო: რუსეთს უკრაინის კონტროლი სურს და ძირს უთხრის ჩვენს ნებიმისერ მცდელობას

რუსეთი არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონფლიქტი აქვს თითქმის ყველა მეზობელთან, იქნება ეს ცხელი, გაყინული, თუ პოტენციური კონფლიქტი, – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურ ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ლიდერმა ყირიმის უკანონო ოკუპაციასა და დონბასში არსებულ ვითარებაზე პასუხიმისგებლობა მთლიანად რუსეთს დააკისრა. პოროშენკომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევებზე ისაუბრა. „უკრაინას უნდა მშვიდობა და სუვერენიტეტის აღდგენა თავის ტერიტორიაზე, რუსეთს კი უკრაინის კონტროლი სურს და ძირს უთხრის ჩვენს ნებიმისერ მცდელობას, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანიბა. რუსეთს სურს, რომ უკრაინამ მშვიდობის ფასად თავისუფლება დათმოს. უკრაინა ასეთ გარიგებას არასდროს დათანხმდება“ – განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები