რატევნის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა განხორციელდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევნის ერთ-ერთ უბანში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ახალი სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა განხორციელდა. სასმელი წყლის ძველი მილები მწყობრიდან იყო გამოსული, რაც წყლის დანაკარგს იწვევდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 240 მეტრის მონაკვეთზე ახალი სისტემა პოლიეთილენის მილებით მოაწყო.
პროექტის დასრულების შემდეგ 300-მდე ოჯახს წყალმომარაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდება.
R