კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო

აქციას, ,,დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!” 16 სექტემბერს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის სპორტის, კულტურის, მუზეუმების, სახელოვნებო, ბიბლიოთეკების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომლები აქტიურად შეუერთდნენ და ქალაქის შემოსასვლელები და დანაგვიანებული ადგილები დაასუფთავეს. კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დასუფთავების გარდა, შპს „კასპის კეთილმოწყობამ“ ნარჩენების ტომრები და გადაბელილი ხეები გაიტანეს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ ფეხით და ტრანსპორტით მოსიარულეებს, ნუ დავყრით ნარჩენებს ნაგვის ურნის მიღმა, გაუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს და უნიკალურ ბუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები