ზესტაფონში ჯგუფმა „სტიქია“ კონცერტი გამართა
ზესტაფონში ჯგუფმა „სტიქია“ ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა. ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის წევრებმა მუსიკალური ღონისძიება სასწავლო წლის განახლებას მიუძღვნეს და საკუთარი შემოქმედებით საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
„სტიქიამ“ – აუდიტორიას ერთ საათიანი პროგრამაში საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილი ქართული და უცხოური სიმღერები შესთავაზა. კონცერტს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლის წევრები ერთმანეთს პირველად საქველმოქმედო კონცერტზე შეხვდნენ და ანსამბლის შექმნის იდეაც მაშინ გაჩნდა. დღეს ანსამბლი კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებობს. მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ ყინჩიყიძეა, ანსამბლი კი 15 წევრს აერთიანებს.