ცეკვის აკადემია „დიდგორი“ თურქეთში
კასპის მუნიციპალიტეტის ცეკვის აკადემია „დიდგორი“ (ხელმძღვანელი ქეთევან მონასელიძე, მთავარი ქორეოგრაფი მარინა რუსიშვილი) მონაწილეობდა თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ცეკვის საერთაშორისო ფესტივალში. ფესტივალზე მიწვეული იყო საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სერბეთი და უზბეკეთი. ფესტივალში მონაწილეობდა თურქეთის ორი სახელმწიფო ანსამბლი.
“დიდგორმა” მაყურებლის მოწონება და ოვაციები დაიმსახურა, რომელიც კასპში ფესტივალის ორგანიზატორის ნეჟდეტ პაკელის, ქალაქ ნაზილის გუბერნატორის და მერის მიერ გადაცემული დიპლომებითა და საჩუქრებით დაბრუნდა.
ცეკვის აკადემია „დიდგორი“ს ხელმძღვანელი ქეთევან მონასელიძე და მთავარი ქორეოგრაფი მარინა რუსიშვილი, მადლობას უხდის კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს წლების განმავლობაში გაწეული თანადგომისათვის.