ზესტაფონში 12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზესტაფონში 12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რეაბილიტაციაზე 800 ათას ლარამდე იხარჯება. მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სამუშაოები 12 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს.
განახლებას, როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ბაღები ექვემდებარება. ბაღების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, პროექტში თანადაფინანსების პრინციპითაა ჩართული მუნიციპალიტეტიც. საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ხელმძღვანელთან ერთად, სოფელ ზედა საქარაში და ქალაქის N 3 ბაღში ადგილზე გაეცნო. ზედა საქარის საბავშვო ბაღში შეიცვალა დაზიანებული სახურავი, განახლდა კარ – ფანჯრები. მოწესრიგდება სველი წერილები, ელ. გაყვანილობა, სამზარეულო და საძინებელი ოთახები. მოეწყობა ლამინირებული და კერამიკული ფილების იატაკი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რეაბილიტაციას „დრიმ – ბილდინგ – კომპანი“ აწარმოებს.