შავნაბადას მთაზე ცეცხლი, სავარაუდოდ, წიწვოვან ხეებზეც გადავიდა

ხულოში, შავნაბადას მთაზე ცეცხლი, სავარაუდოდ, წიწვოვან ხეებზეც გადავიდა. ამ დროისთვის ხანძრის კერები კიდევ უფრო გაძლიერდა. ხანძრის ლოკალიზების პროცესში ცოტა ხანში საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთვება, რამდენიმე საათში კი უკვე თურქეთიდან დამატებით ერთი ვერტმფრენი ჩამოფრინდება. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები