გულიკო ზუმბაძე: გამოსავალი არის, რომ მესაკუთრემ შექმნას შესაფერისი ტიპის საწარმო

„​ჩვენი გადასაწყვეტია, ლილოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ბედი როგორი იქნება ხვალ”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
ზუმბაძეს მიაჩნია, რომ რეკრეაციულ ზონაში არ უნდა აშენდეს ბეტონის ქარხანა, რადგან, მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია საკურორტო ზონაა.
“ეს არის დამღუპველი გადაწყვეტილება ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის, წინა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როცა იქ მოაწყო ღია ნაგავსაყრელი პოლიგონი, იგივე არ უნდა გავიმეოროთ, ამ ტერიტორიაზე არის საკურორტო ზონა, ამიტომ ლოჭინის ხეობაში ივლიან მძიმე ავტომანქანები, ერთი პრეცედენტი ამ ტიპის საწარმოს შექმნისაც კი მე ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია”, – განაცხდა გულიკო ზუმბაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებს  სასოფლო- სამეურნეო მიწის დანიშნულების სტატუსი აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები