ნუკრი ქანთარია: მინისტრმა სამხატვრო ხელმძღვანელად შეიძლება ისეთ ადამიანს დაუძახოს, ვისაც საერთოდ არ უფიქრია ამაზე

ისინი ამბობენ, რომ გაათავისუფლეს, თუმცა გაუვიდათ ვადა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ქეთი დოლიძესთან დაკავშირებით განაცხდა.
ქანთარიამ აღნიშნა, რომ 4 წლის მერე მინისტრი უფლებამოსილია გადახედოს ვადას.
“ქეთი დოლიძეს ამოეწურა ვადა, ის არ გაუთავისუფლებიათ, მინისტრი უფლებამოსილია გადახედოს 4 წლიან მუშაობას და იმის მიხედვით გადაწყვიტოს გაუგრძელოს თუ არა ვადა. მე, პიროვნულად, ძალიან კარგად მესმის ქალბატონი ქეთის. შეიძლება, მინისტრმა ისეთ ადამიანს დაუძახოს, რომელსაც არ უფიქრია საერთოდ სამხატვრო ხელმძღვანელობაზე. მინისტრმა ჩათვალა საჭიროდ უფრო ეფექტური კადრის ძებნა, ის, რომ შემოქმედებითად გაჩნდა სურვილი იმის, რომ იყოს სიახლე ამაში ცუდი არაფერია.”-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები