ნუკრი ქანთარია: მარგველაშვილი რამდენიმე დღის წინ მაო ძედუნის სამოსით მოგვევლინა

„მარგველაშვილი ბოლო დროს ცდილობს სიმკვეთრე შეიტანოს თავის გარეგნობაშიც”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. ქანთარია პრეზიდენტისგან ვეტოს ელოდება.
“თუ გავითვალისწინებთ მარგველაშვილის ბოლოდროინდელ გატაცებებს, მისგან აუცილებლად ვეტოს უნდა ველოდოთ, თან იმასაც გადავხედოთ, რომ ეს ადამიანი ცდილობს რაღაც სიმკვეთრე შეიტანოს თავის გარეგნობაში, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მაო ძედუნის სამოსით მოგვევლინა, რაღაც კიტელით”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები